დონალდ ტრამპი - რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტია და საგარეო პოლიტიკასთან საშინელი, მისი ძმა ლუი უფრო მომწონს - არ მინდა პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს - ლეო, როგორც პაპი გონს უნდა მოეგოს

რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტია და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საშინელია - არ მინდა პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს, - ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ის საუბრობს ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ „შიშზე“, მაგრამ არ ახსენებს იმ შიშს, რომელიც კათოლიკურ ეკლესიასა და სხვა ქრისტიანულ ორგანიზაციებს ჰქონდათ COVID-ის დროს, როდესაც მღვდლებს აკავებდნენ ღვთისმსახურებისთვის, მაშინაც კი როდესაც ათი და ოცი ფუტის დაშორებით იდგნენ. მისი ძმა ლუი უფრო მომწონს, რადგან ლუი ბოლომდე MAGA-ს მხარდამჭერია. მას ეს ესმის, ლეოს კი არა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, „არ სურს რომი პაპი, რომელიც თვლის, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ფლობა მისაღებია“.

„არ მინდა პაპი, რომელიც თვლის, რომ ამერიკის მიერ ვენესუელაზე თავდასხმა საშინელებაა. ქვეყანაზე, რომელიც აშშ-ში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების აგზავნიდა. არ მინდა პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს, რადგან მე ზუსტად იმას ვაკეთებ, რისთვისაც დიდი უპირატესობით ამირჩიეს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ტრამპი აღნიშნავს, რომ რომის პაპი მადლობელი უნდა იყოს, რადგან მისი არჩევა „შოკისმომგვრელ სიურპრიზს“ წარმოადგენდა და კანდიდატთა სიაში მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ის ამერიკელია.

„ეკლესიამ სიაში მხოლოდ იმიტომ შეიყვანა, რომ ის ამერიკელია და იფიქრეს, ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობისთვის საუკეთესო გზა იქნებოდა. მე რომ თეთრ სახლში არ ვყოფილიყავი, ლეო ვატიკანში არ იქნებოდა. ლეო, როგორც პაპი გონს უნდა მოეგოს, საღ აზრს მიმართოს და რადიკალი მემარცხენეების ინტერესებისთვის ანგარიშის გაწევა უნდა შეწყვიტოს. მან აქცენტი უნდა გააკეთოს იმაზე, რომ დიდებული პაპი იყოს და არა პოლიტიკოსი. ეს მას ძალიან აზიანებს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს კათოლიკურ ეკლესიას აზიანებს“, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, რომის პაპმა ლეო XIV-მ ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენჯერმე გააკრიტიკა და დონალდ ტრამპს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

რომის პაპმა ბზობის კვირას მორწმუნეთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ღმერთი უარყოფს ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს აწარმოებენ და ხელები სისხლით აქვთ სავსე“.

„ეს არის ჩვენი ღმერთი: იესო, მშვიდობის მეფე, რომელიც უარყოფს ომს, რომელსაც ვერავინ გამოიყენებს ომის გასამართლებლად. (იესო) არ ისმენს ომის მწარმოებელთა ლოცვებს, არამედ უარყოფს მათ და ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ლოცულობთ, მე არ მოგისმენთ: ხელები სისხლით გაქვთ სავსე“, - აღნიშნა რომის პაპმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე