ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოძრაობის აკრძალვის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები გახდა.

„რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა