კირ სტარმერი - ირანის საზღვაო ბლოკადას მხარს არ ვუჭერთ - მიუხედავად გარკვეული ზეწოლისა, ამ ომში არ ჩავერთვებით

დიდი ბრიტანეთი აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ირანის საზღვაო ბლოკადაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

„ჩვენ ბლოკადას მხარს არ ვუჭერთ. ჩემი გადაწყვეტილება თავიდანვე ნათელი იყო, რომ მიუხედავად გარკვეული ზეწოლისა, ჩვენ ამ ომში არ ჩავერთვებით“, - განაცხადა სტარმერმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, მიმდინარე კვირაში საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის მიზნით თავდაცვითი საზღვაო მისიის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ.

„ეს თავდაცვითი მისია, რომელიც ომში ჩართული მხარეებისგან ცალკე იქნება, დაიწყება მაშინ, როგორც კი ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს“, - აღნიშნა მაკრონმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამომავალი გემების ბლოკირებას დღეს დაიწყებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე