სერგეი ლავროვი - მზად ვართ უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთობების დასამყარებლად - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ესმით მათ თავიანთი ეროვნული ინტერესები

სერგეი ლავროვი - მზად ვართ უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთობების დასამყარებლად - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ესმით მათ თავიანთი ეროვნული ინტერესები

რუსეთი მზადაა, ურთიერთობები დაამყაროს უნგრეთის მთავრობასთან, რომელიც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ესმის ახალ მთავრობას უნგრეთის ეროვნული ინტერესები, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„მზად ვართ ახალ მთავრობასთან ურთიერთობების დასამყარებლად; ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ესმის ამ მთავრობას თავისი ეროვნული ინტერესები“, - აღნიშნა ლავროვმა.

მან ხაზგასმით განაცხადა, რომ მოსკოვი კონკრეტულ საქმეებს განიხილავს და მზადაა ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები დაამყაროს ინტერესთა ბალანსის პოვნის საფუძველზე.