Axios - აშშ-მა ირანს ურანის გამდიდრების 20 წლით შეჩერება სთხოვა

აშშ-მა ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმი შესთავაზა, - ინფორმაციას Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ირანელებმა პასუხად უფრო მოკლე „ერთნიშნა“ პერიოდი შესთავაზეს.

ამასთან, მათი განცხადებით, შაბათ-კვირას გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ურანის გამდიდრებაზე მორატორიუმის დაწესების შესახებ აშშ-ის მოთხოვნა იყო.

„შეერთებულმა შტატებმა მინიმუმ 20 წელი შესთავაზა ყველა სახის შეზღუდვით“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ამასთან, გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-მა ასევე სთხოვა ირანს, ქვეყნიდან გაიტანოს მაღალგამდიდრებული ურანი. ირანელებმა განაცხადეს, რომ მისი „მონიტორინგის ქვეშ შერევის პროცესს“ დათანხმდებოდნენ.

წყაროების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ირანელები ფიქრობდნენ, რომ კვირა დილით თავდაპირველი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს იყვნენ და ისინი გააოცა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის პრესკონფერენციამ, რომელსაც შეთანხმების მიღწევის შესახებ არანაირი მინიშნება არ გაუკეთებია, ირანელები დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ აშშ-ის დელეგაცია ისლამაბადს ტოვებდა.

„ირანელები გაბრაზდნენ ამ პრესკონფერენციის გამო“, - აღნიშნა ინფორმირებულმა წყარომ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს