ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანი, ჰორმუზის სრუტის დაბლოკვით, ეკონომიკურ ტერორიზმს ახორციელებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანის ხელისუფლება, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის დაბლოკვით, ეკონომიკური ტერორიზმის აქტს ახორციელებს.

ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ირანელები „ეკონომიკურ ტერორიზმში ჩაერთვებიან“, აშშ დაიცავს პრინციპს, რომ „ირანული გემებიც არ გავიდნენ იქიდან“.

მან ირანთან შაბათ-კვირას გამართულ მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდ პროგრესს მიაღწიეს.

„ბურთი ირანის მოედანზეა“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ირანი მოქნილი უნდა იყოს და მიიღოს აშშ-ის მიერ მოთხოვნილი „კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები“ - აშშ-ის კონტროლი ირანის გამდიდრებულ ურანზე და შემოწმების მექანიზმი იმის უზრუნველსაყოფად, რომ რომ ირანი ბირთვულ იარაღს არ შექმნის.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა