პაკისტანი აშშ-სა და ირანს ისლამაბადში მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის გამართვას სთავაზობს

პაკისტანმა აშშ-სა და ირანს ისლამაბადში მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის გამართვა შესთავაზა, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი პაკისტანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, პაკისტანი მზად არის აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს უახლოეს დღეებში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოწურვამდე უმასპინძლოს.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისლამაბადში გასულ შაბათ-კვირას გამართული მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა, აშშ-სა და ირანის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარე დიპლომატიური პროცესის ნაწილი იყო.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის განცხადებით, კონფლიქტის მოგვარების მიზნით დიპლომატიური ძალისხმევა კვლავ გრძელდება.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე