ვოლოდიმირ ზელენსკი - ისტორიაში პირველად, უკრაინას რუსული დარტყმებისგან თავის დასაცავად შეიარაღების საკმარისი დონე გააჩნია

ისტორიაში პირველად, უკრაინას რუსული დარტყმებისგან თავის დასაცავად შეიარაღების საკმარისი დონე გააჩნია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მუშაკთა დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, უკრაინა სახმელეთო რობოტიზებულ და ელექტრონული ომის სისტემებს ავითარებს.

ასევე, მისი თქმით, უკრაინულმა დრონებმა ომის წარმოებასთან დაკავშირებული მიდგომები შეცვალეს.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების გასანადგურებლად თავს დაგვესხა, მაგრამ ახლა უკრაინელები უფრო ძლიერ მდგომარეობაში არიან. ახლა უკრაინა უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე ყოფილა: 2014 წელს, მე-20 საუკუნეში ან უფრო ადრე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა