ჯეი დი ვენსი - ვიცოდით, რომ დიდი შანსი იყო, ვიქტორი უნგრეთის არჩევნებში დამარცხებულიყო, მაგრამ ჩვენ იქ ჩავედით, რადგან ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ევროპელ ლიდერებს შორის, რომლებიც ბრიუსელის ბიუროკრატიას უპირისპირდებიან

დარწმუნებული ვარ, უნგრეთის მომავალ პრემიერ-მინისტრთან ძალიან კარგად ვიმუშავებთ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჯეი დი ვენსმა საპარლამენტო არჩევნების წინ უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად ბუდაპეშტში გამართული ვიზიტის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ჩვენ იქ იმიტომ არ ჩავსულვართ, რომ არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარტივ გამარჯვებას ველოდით. ჩვენ იქ ჩავედით, რადგან სწორი იყო იმ ადამიანის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს გვერდით დიდი ხნის განმავლობაში იდგა“, - განაცხადა ვენსმა.

მისი თქმით, ვიქტორ ორბანის მარცხით „დამწუხრებულია“, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შედეგით გაკვირვებული არ არის.

„უნგრეთში მისი მემკვიდრეობა ტრანსფორმაციულია. 16 წელიწადში ქვეყანა ფუნდამენტურად შეიცვალა. იქ იმიტომ არ ჩავსულვართ, რომ წინასწარი გამოკითხვების წაკითხვა არ შეგვიძლია. ნამდვილად ვიცოდით, რომ დიდი შანსი იყო, ვიქტორი ამ არჩევნებში დამარცხდებოდა. ჩვენ ეს გავაკეთეთ, რადგან ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ევროპელ ლიდერებს შორის, რომლებიც ბრიუსელში ბიუროკრატიას უპირისპირდებიან“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია