Associated Press - შესაძლოა, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 16 აპრილს გაიმართოს

შესაძლოა, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 16 აპრილს გაიმართოს, - ინფორმაციას Associated Press-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემასთან საუბარში წყაროებმა განაცხადეს, რომ აშშ და ირანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის საკითხს აქტიურად განიხილავენ, თუმცა მორიგი შეხვედრის ზუსტი ადგილი და დრო ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის.

„მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ზუსტი ადგილი და დრო ჯერ განსაზღვრული არ არის, შესაძლოა, მოლაპარაკებები ხუთშაბათს შედგეს“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი კვლავ ისლამაბადში ან ჟენევაში გაიმართოს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა