ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.

ამ წუთებში ის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრაზე მივიდნენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს", საიას, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ასევე დაგეგმილია შეხვედრა სახალხო დამცველთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„საქართველოში მივემგზავრები, რათა მთავრობასთან, ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილო“, - დაწერა მაიკლ ო’ფლაერტმა X-ზე, თბილისში გამომგზავრების წინ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე