ანდრეი სიბიგამ და კაია კალასმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის განბლოკვის საკითხი განიხილეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის განბლოკვის საკითხი განიხილეს, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

ანდრეი სიბიგას ცნობით, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასთან მომავალი შეხვედრებისა და საერთო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ერთიანობის შენარჩუნების საკითხი განიხილა.

„მოსაზრებები გავცვალეთ უნგრეთში გამართული არჩევნების შედეგებთან და ევროპის სიძლიერესთან დაკავშირებით მისი გავლენის შესახებ. ხაზი გავუსვი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის განბლოკვის მნიშვნელობას“, - წერს სიბიგა X-ზე.

ასევე, სიბიგამ და კალასმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაც განიხილეს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება