ლევან მაჭავარიანი - მადიარის საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მისასალმებელია - ოპტიმიზმით ველოდებით ურთიერთობების იგივე ნიშნულზე გაგრძელებას, რაც ორბანის პირობებში იყო

მისასალმებელია ბატონი მადიარის საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება - ჩვენ ოპტიმიზმით ველოდებით ამ ურთიერთობების იგივე ნიშნულზე გაგრძელებას, რაც ბატონი ორბანის პირობებში იყო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან პარტია "ტისას" ლიდერს, პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

"რა თქმა უნდა, ბატონ მადიარის გამარჯვებას მივულოცავთ. ეს არის უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება და ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ. ბატონ ორბანზე შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად მადლიერები ვართ მისი და მისი ხელისუფლების იმ პარტნიორობისთვის, რაც მათ საქართველოს წლების განმავლობაში აღუთქვეს. ვიმედოვნებთ, რომ ანალოგიური ურთიერთობა გაგრძელდება ახალ ხელისუფლებასთან. ჩვენ მოვისმინეთ ბატონ მადიარის პირველი კომენტარი. მან საქართველოსთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩვენ ოპტიმიზმით ველოდებით ამ ურთიერთობების იგივე ნიშნულზე გაგრძელებას, რაც ბატონი ორბანის პირობებში იყო", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ტისას“ პარტიის ლიდერმა, პეტერ მადიარმა პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსთან მუშაობას.

მისი თქმით, უნგრეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ჩაერევა.

"ძალიან მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, ჩვენ არ ჩავერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში - ეს ჩვენი სტილი არ არის", - განაცხადა მადიარმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია