ირაკლი ზარქუა პეტერ მადიარზე - „აკაცუკებს“ ტყუილად გიხარიათ - მშვენიერი, ჯიგარი ბიჭია ესეც

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი „მშვენიერი, ჯიგარი ბიჭია“.

კერძოდ, მან უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს და როგორ წარმოუდგენია „ქართულ ოცნებას“ უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა.

„ამ „აკაცუკებს“ ტყუილად გიხარიათ. რეალურად, მშვენიერი, ჯიგარი ბიჭია ესეც“, - განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პეტერ მადიარის ოპოზიციური პარტია „ტისამ“ გაიმარჯვა. ის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა