თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა

თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას გამოცემა Haber Turk-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდასხმა შანლიურფის პროვინციის სივერეკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მოხდა.

შანლიურფის გუბერნატორის, ჰასან სილდაკის ცნობით, თავდამსხმელი ყოფილი მოსწავლეა.

გუბერნატორის განცხადებით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა, როდესაც პოლიცია მის დაკავებას ცდილობდა.

დაშავებულებს შორის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები არიან. დაშავებულთაგან 12 ადამიანი ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი იარაღიდან ჯერ სკოლის ეზოში გახსნა, ხოლო შემდეგ შენობაში შევიდა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა