„საქსტატი“ - 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 862.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1%-ით მეტია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 862.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1%-ით მეტია.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიანი წილიდან ექსპორტი 1 723.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 23.3%-ით), ხოლო იმპორტი 4 138.4 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 7.2%-ით).

მათივე ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მარტში 2 414.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2%-ია.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა