კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები ჩატარდა. GCCA-ის წარმომადგენლები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N მე-3 და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსწავლეებთან ერთად, დეტალურად განიხილეს მომხმარებლის უფლებები როგორც ონლაინ, ისე ადგილზე შეძენისას, დარღვეული უფლებების აღდგენის მექანიზმები და კონკურენციის როლი მომხმარებლის ინტერესების დაცვაში.

„შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. პრაქტიკული მაგალითების დახმარებით, ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს ხელს ჯანსაღი კონკურენცია სამართლიანი ბაზრის ფორმირებას.

პროექტს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა