ლევან მაჭავარიანი - ბატონი ორბანი უარყავითო, საიდან გებადებათ ასეთი აზრები? პირიქით, ვაფიქსირებთ, რომ ძალიან მადლიერები ვართ ბატონი ორბანის მეგობრობისთვის - ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება

ბატონი ორბანი უარყავითო, არ ვიცი, ეს რა თქმაა, საიდან გებადებათ ასეთი აზრები. ჩვენ პირიქით, ვაფიქსირებთ, რომ ძალიან მადლიერები ვართ ბატონი ორბანის და მისი გუნდის იმ მეგობრობისთვის, რაც მათ გასწიეს საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებშიც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მანამდე მან მიმართა ოპოზიციას, რომელსაც მისივე მტკიცებით, ნულოვანი შანსი აქვს ჩაანაცვლოს „ქართული ოცნება“.

„ბატონი გიორგი შარაშიძე ამბობდა, რომ არჩევნების გზით მოგიწევთ წასვლაო. კი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებაც“ ჩანაცვლდება, როდესაც დრო დადგება, არჩევნების გზით, ოღონდ ჩანაცვლდება ეროვნული ხელისუფლებით, ისეთი ხელისუფლებით, ისეთი გუნდით და ახალგაზრდებით, რომლებიც აუცილებლად გამოჩნდებიან, ვისთვისაც სუვერენიტეტი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ვინც არ იქნება გარედან მართული აგენტი. სამწუხაროდ, დღეს, მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული და აქედან გამომდინარე, ნულოვანი შანსი გაქვთ „ქართული ოცნების“ ჩანაცვლების. როდესაც ამომრჩეველზე ვსაუბრობთ, თქვენს მაგივრად მოვერიდებოდი საუბარს, ვინაიდან 2024 წელთან მესამედი გაგიხდათ ამომრჩევლის რაოდენობა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ კარგად გაგშიფრეს და კარგად დაინახეს, რომ წარმოადგენთ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზუსტად იგივე ვერტიკალით იმართებით, რა ვერტიკალითაც იმართებიან დანარჩენი რადიკალური პარტიები ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე