თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - ჯარში საუკეთესო კვებაა, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებითაც კი! საუკეთესოა როგორც კვების, ასევე ინფრასტრუქტურული, ყველა პირობითა და სოციალური პაკეტით, რაც კი არსებობს

ჯარში საუკეთესო კვებაა, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებითაც კი! საუკეთესოა როგორც კვების, ასევე ინფრასტრუქტურული, ყველა პირობითა და სოციალური პაკეტით, რაც კი არსებობს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები წარადგინა.

ფრაქცია “საქართველოსთვის“ წევრის, ვიკა ფილფანის კითხვაზე: “ამდენი წლის განმავლობაში ჯარი მოწამლულ საჭმელს ნატო-ს სტანდარტებით ჭამდა?” გიორგაძემ განაცხადა, რომ ჯარი მოწამლულ საჭმელს არ ჭამდა.

“ნახევარზე მეტი სამხედრო სავალდებულო სამსახურში თავისი ნებით, ნებაყოფლობით მოდის. ეს განპირობებულია სწორედ იმ პირობებით, რა პირობებიც თავდაცვის სამინისტროს ჯარში ახალგაზრდებისთვის აქვს შექმნილი. ეს მათთვის სასარგებლოა, როგორც პირადი მომზადებისთვის და ფიზიკური სიჯანსაღისთვის, ასევე სამშობლოს საჭიროებისათვის, რომ ძლიერი რეზერვი არსებობდეს.

ჯარში საუკეთესო კვებაა, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებაშიც კი. საუკეთესოა როგორც კვების, ასევე ინფრასტრუქტურული, ყველა პირობითა და სოციალური პაკეტით, რაც კი არსებობს.

ჯარი მოწამლულ საჭმელს არ ჭამდა. ყოველდღიურად არის მონიტორინგი, პრევენციული ღონისძიებები. თუ ამ პროცესში, ვიდრე საკვები სასადილოში შევა, რაიმე პრობლემა აღმოჩნდა, ეს სხვა თემაა. ერთმანეთში არ ავურიოთ“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის პასუხად.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე