ლევან იოსელიანი - აფგან სადიგოვის საკითხს შევისწავლით და შეფასებას გავაკეთებთ

აფგან სადიგოვის გაძევების მომენტში მის უფლებადამცველებთან გვქონდა კომუნიკაცია და ვიცოდით თუ რა პროცესები მიმდინარეობდა - როდესაც სამართლებრივად შევისწავლით აღნიშნულ საკითხს, თუ რამდენად სწორად მოხდა მისი ქვეყნიდან გაძევება, შეფასებას გავაკეთებთ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებას გამოეხმაურა.

იოსელიანის თქმით, აღნიშნულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა და განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, ამიტომ ეს საკითხი სამართლებრივ შესწავლას საჭიროებს.

„აფგან სადიგოვის უფლებადამცველებთან მქონდა კომუნიკაცია. აღნიშნულ საკითხზე შეფასება აუცილებლად გვექნება. ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, ამიტომ ეს საკითხი სამართლებრივ შესწავლას საჭიროებს.

იმ მომენტში, როდესაც აფგან სადიგოვი საქართველოში იმყოფებოდა, დაკავებიდან - გაძევებამდე, ბოლომდე ჩართულები ვიყავით და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვამონიტორინგებდით და გაძევების მომენტში მის უფლებადამცველებთან გვქონდა კომუნიკაცია და ვიცოდით თუ რა პროცესები მიმდინარეობდა.

როდესაც სამართლებრივად შევისწავლით აღნიშნულ საკითხს, თუ რამდენად სწორად მოხდა მისი ქვეყნიდან გაძევება, მეტის თქმის საშუალება გვექნება“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 5 აპრილს, ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. იმავე დღეს სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026