ირაკლი კირცხალია - გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ბატონ ორბანს წლების განმავლობაში თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის - დარწმუნებულები ვართ, ეს ურთიერთობები გაგრძელდება ბატონი მადიარის ხელმძღვანელობით

გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ ორბანს და მის ადმინისტრაციას წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანასთან ძალიან პროდუქტიული ურთიერთობისთვის, თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის - დარწმუნებულები ვართ, ეს ურთიერთობები გაგრძელდება ბატონი მადიარის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან პარტია „ტისას" ლიდერს, პიტერ მადიარს უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ბატონ მადიარს და მის გუნდს ძალიან სერიოზულ გამარჯვებას ვულოცავ. მისასალმებელია ის პროცესი, რაც უნგრეთში ვნახეთ. ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. გამარჯვებულმა ღირსეულად მიიღო გამარჯვება და დამარცხებულმა ღირსეულად მოულოცა გამარჯვებულს. ჩვენ გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ ორბანს და მის ადმინისტრაციას, წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანასთან ძალიან პროდუქტიული ურთიერთობისთვის, თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის. ჩვენ, ასევე, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მეგობრული, კონსტრუქციული, მნიშვნელოვანი ურთიერთობები გაგრძელდება ბატონი მადიარის ხელმძღვანელობით. ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადებები. მის პირველ განცხადებაზე რა კომენტარიც შემიძლია გავაკეთო ისაა, რომ ძალიან კარგი მოსასმენია სუვერენული ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან, იმიტომ, რომ ყველას კარგად მოგვეხსენება ევროკავშირში ის გამოწვევა, რომელიც ეხება სუვერენიტეტს. [მნიშვნელოვანია] ამ გამარჯვებული ადამიანის, მომავალი პრემიერ-მინისტრის ხედვა და დამოკიდებულება იმ ღირებულებების მიმართ, რომელიც ძალიან მჭიდროდ გვაკავშირებდა და ესეც გაგრძელდება. მოვისმინეთ მისი განცხადებები, რომ ის აპირებს თავისი ქვეყანა განვითარდეს იმ პრაგმატული პოლიტიკით, რომელსაც წლებია ირჩევს უნგრელი საზოგადოება“, - განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ტისას“ პარტიის ლიდერმა, პეტერ მადიარმა პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსთან მუშაობას.

მისი თქმით, უნგრეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ჩაერევა.

„ძალიან მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, ჩვენ არ ჩავერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში - ეს ჩვენი სტილი არ არის“, - განაცხადა მადიარმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია