BTU-სა და „მაკდონალდს საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა (BTU) და „მაკდონალდს საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სტრატეგიული პარტნიორობა მიზნად ისახავს განათლებისა და კერძო სექტორის დაახლოებას, სტუდენტთა კარიერული განვითარების მხარდაჭერასა და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას.

მემორანდუმის ფარგლებში, პარტნიორები სხვადასხვა მიმართულებით აქტივობებს გეგმავენ. ეს მოიცავს სტუდენტებისთვის სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზიარებას, ერთობლივი ტრენინგების, ვორქშოფებისა და დასაქმების ფორუმების ორგანიზებას. თანამშრომლობა გულისხმობს „მაკდონალდს საქართველოს“ პერსონალის გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, უნივერსიტეტის კვლევითი და საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით. ამასთანავე, „მაკდონალდს საქართველო“ აქტიურად ჩაერთვება BTU-ს მიერ ორგანიზებულ პროექტებში, მათ შორის საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის მხარდაჭერის პროცესში.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს და „მაკდონალდს საქართველოს“ შორის გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, „მაკდონალდსის“ გუნდისთვის, თანამშრომლებისთვის, ახალი თაობისთვის იმ შესაძლებლობების გაჩენას, რაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში არსებობს. აღნიშნული ხელს შეუწყობს მათ განვითარებას და კარიერულ წინსვლას ორგანიზაციის შიგნით. ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა ჩვენი სტუდენტებისა და აკადემიური გუნდისთვის, გააღრმაონ საკუთარი კვლევითი საქმიანობა, მიიღონ მეტი შესაძლებლობა განვითარებისა და დასაქმების მიმართულებით“, - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ.

„მაკდონალდსის გუნდის პროფესიულ და პიროვნულ ზრდაზე ზრუნვა კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რის გამოც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს პარტნიორობა გრძელვადიან ხასიათს მიიღებს და მომავალშიც გაგრძელდება. მსგავსი ინტენსიური თანამშრომლობა ბიზნესსა და საგანმანათლებლო სივრცეებს შორის მნიშვნელოვანია, რადგან ის თანამშრომლებს აძლევს დამატებით შესაძლებლობებს განვითარებისთვის,“ - განაცხადა „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და „მაკდონალდს საქართველოს“ თანამშრომლობა კერძო და საგანმანათლებლო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია. მსგავსი ინიციატივები ქმნის საფუძველს ქვეყანაში კვალიფიციური კადრების მომზადებისა და ინოვაციური ბიზნესგარემოს განვითარებისთვის.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე