თურქეთის პროკურატურამ ცნობილი მსახიობის, ჰანდე ერჩელის ანალიზების გადამოწმება მოითხოვა

თურქი მსახიობის, ჰანდე ერჩელის ანალიზებში გარკვეული სახის მეტაბოლიტების აღმოჩენის შემდეგ, სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ანალიზების გადამოწმება მოითხოვა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

სტამბოლის პროკურატურამ სასამართლო მედიცინის ინსტიტუტს მიმართა, რათა დაადგინოს, ჰანდე ერჩელის ანალიზებში აღმოჩენილი მეტაბოლიტები აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტებია თუ არა.

მანამდე, სასამართლო მედიცინის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ მსახიობის შარდის ნიმუშში მორფინი, კოდეინი, კოდეინის მეტაბოლიტი და პარაცეტამოლი აღმოჩნდა.

ამასთან, სტამბოლის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის ანალიზების თანახმად, ერჩელს სისხლისა და თმის ნიმუშებში ნარკოტიკების კვალი არ აღმოაჩნდა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 16 პირის დაკავების ორდერი გასცა. გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ დაკავების ორდერი თურქი მსახიობის, ჰანდე ერჩელის წინააღმდეგაც გამოსცა. ერჩელმა გამოძიების ფარგლებში პროკურატურას ჩვენება მისცა, ხოლო სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში სისხლისა და თმის ნიმუშების ჩაბარების შემდეგ გაათავისუფლეს. მსახიობმა პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ „ნარკოტიკები ან სტიმულატორები არასდროს მიუღია“.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე