ფრიდრიხ მერცი ზელენსკისთან შეხვედრაზე - უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების გამოყოფის შესახებ შევთანხმდით

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების გამოყოფის შესახებ შევთანხმდით, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს დახმარების ახალი პაკეტების შესახებ შევთანხმდით. პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვის სფეროში“, - განაცხადა მერცმა.

ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

„შევთანხმდით, რომ დრონების წარმოების სფეროში ვითანამშრომლებთ. უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობა გერმანიის უსაფრთხოებისთვისაც სასარგებლოა. რუსეთს ამ ომში გამარჯვების შანსი არ აქვს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, მაგრამ ეს „სწრაფად და მთელი სისრულით ვერ მოხდება“.

„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მეტი უსაფრთხოებისა და წარმატებული ევროპისთვის“, - განაცხადა კანცლერმა.

ასევე, მერცმა უკრაინას მოუწოდა რეფორმების გატარება გააგრძელოს, კერძოდ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

„ყველა წარმატებული რეფორმა ევროპისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს როგორც უკრაინის, ისე ევროპის ინტერესებშია“, - აღნიშნა კანცლერმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს