პარლამენტმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ ინიციატივა „ჩააგდო“, რომელიც მინიმალური შრომის ანაზღაურების დაწესების საკითხზე სპეციალური დროებითი კომისიის შექმნას ითვალისწინებდა

პარლამენტმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ ინიციატივა „ჩააგდო“, რომელიც მინიმალური შრომის ანაზღაურების დაწესების საკითხზე სპეციალური დროებითი კომისიის შექმნას ითვალისწინებდა.

13-მომხრე, 11- წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი, რის გათვალისწინებით “საქართველოსთვის“ ინიციატივის გაზიარებაზე უარი თქვეს.

აღსანიშნავია, რომ დადგენილების პროექტის განხილვის დროს ინიციატორების მისამართით შეკითხვა ან კრიტიკული განცხადება უმრავლესობის დეპუტატებს არ ჰქონიათ.

პარლამენტმა ორი კვირის წინ გამართულ პლენარულ სხდომაზე განიხილა და მხარი არ დაუჭირა ფრაქცია “საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში 1 050-ლარიანი მინიმალური ხელფასის დაწესებას ითვალისწინებდა. “ქართულმა ოცნებამ“ საკითხს “მოუმზადებელი“ უწოდა. დღევანდელ განხილვაზე ფრაქცია “საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის დროებითი კომისია იქნებოდა გამჭვირვალე პლატფორმა, რომელიც დაადგენდა ოპტიმალურ ბალანსს ეკონომიკურ მდგრადობასა და სოციალურ კეთილდღეობას შორის და დაასრულებდა სპეკულაციებს მინიმალური ხელფასის ნეგატიური გავლენების შესახებ.

შარაშიძემ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები არაადეკვატურ ანაზღაურებას იღებენ, ღირსეული ანაზღაურება კი კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებაა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია