უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იფუნქციონირებს - პარლამენტმა ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იფუნქციონირებს.

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.

პროექტი 81-ხმით, ერთხმად მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს, ასევე “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა