დიმიტრი ხუნდაძე - როცა საზოგადოებაში უკმაყოფილება არსებობს, საჭიროა არა მხოლოდ დაპირებები, არამედ რეალური ნაბიჯები - პრობლემები იმაზე მეტია, ვიდრე მათ მოსაგვარებლად არჩევნებამდე დარჩენილი დრო იქნება საკმარისი

საპარლამენტო კომისია შევქმენით, მაგრამ ფასები იზრდება - ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა და რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, საწვავის ფასიც მუდმივად მატულობს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებამდე 2 წელზე მეტია დარჩენილი და პრობლემები იმაზე მეტია, ვიდრე მის მოსაგვარებლად ეს დრო საკმარისი იქნება.

„დღევანდელი პოლიტიკური რეალობა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას, რომ ამომრჩეველი არ არის სტატისტიკა, უბრალოდ ციფრი. ეს არის ძალა, რომელიც საბოლოო წყვეტს ქვეყნის მომავალს. სწორედ ეს დაადასტურა უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა, სადაც საზოგადოებამ მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია და აჩვენა, რომ საბოლოო სიტყვა ყოველთვის ხალხს ეკუთვნის. როდესაც საზოგადოებაში არსებობს კითხვები, უკმაყოფილება და მოლოდინები, საჭიროა არა მხოლოდ დაპირებები და დროის გაწელვა, არამედ რეალური ნაბიჯები და რაც მთავარია, ხალხთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია. გულწრფელი თანამებრძოლები და ერთგული ამომრჩეველი თუ მხოლოდ საარჩევნო შედეგებისთვის გჭირდებათ, ისინი უსასრულოდ თავს არ გამოგვაყენებინებენ.

არჩევნებამდე 2 წელზე მეტია დარჩენილი და პრობლემები იმაზე მეტია, ვიდრე მის მოსაგვარებლად ეს დრო საკმარისი იქნება. დემოგრაფიულ პრობლემებსა და ოჯახური ფასეულობების გაძლიერებაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ კონკრეტული ინიციატივები არ ჩანს. ამიერკავკასიაში საქართველო დემოგრაფიულად დაპატარავდა, რაც მის პოლიტიკურ წონადობაა ამცირებს და საფრთხეებს ბევრი მიმართულებით ქმნის.

ფასების შემცირებაზე არათუ ვსაუბრობთ, არამედ საპარლამენტო კომისია შევქმენით. 2 თვეა, პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება და ზოგჯერ ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ ტენდენციებს ვუწყობთ ხელს. ასე გაკეთდა 6 წელზე მეტი ასაკის მქონე ავტომობილების შეზღუდვით, რამაც ავტომობილები გააძვირა. კიდევ კარგი, რომ პლასტმასის აკრძალვაზე მთავრობის გადაწყვეტილება გადავადდა, თორემ მომხმარებელს პროდუქცია მყისიერად გაუძვირდებოდა. ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა და რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, საწვავის ფასიც მუდმივად მატულობს“, - განაცხადა ხუნდაძემ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია