მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება გრძელდება.

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, პროგრამა 22, 23 და 24 აპრილს ზუგდიდში გაიმართება და მასში მონაწილეობას 25-მდე მეწარმე ქალი მიიღებს.

ინიციატივის მიზანია, ინოვაციური იდეების მქონე ქალი მეწარმეების მხარდაჭერა - იდეის ფორმირებიდან ბიზნესის განვითარებამდე. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლობით ხორციელდება.

მონაწილეებს ელოდებათ პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო კურსი და ინტენსიური ვორკშოპები, სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ გამოცდილებას გაუზიარებენ. პროგრამა ასევე მოიცავს რეკომენდაციებს დაფინანსების მოზიდვისა და ბიზნესის ეფექტიანი განვითარებისთვის, ხოლო დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, საგრანტო კონკურსში ჩაერთონ და საკუთარი იდეის რეალიზაციისთვის ფინანსური რესურსები მოიზიდონ.

საქართველოს ბანკი განაგრძობს მეწარმე ქალების გაძლიერების მხარდაჭერას და მათთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც რეალურ ბიზნეს ზრდას უწყობს ხელს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

(R)

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია