ნიკა ჩერქეზიშვილი - არ არსებობს გრძელვადიანი, სტრატეგიული ჰუმანური  პოლიტიკა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით და სახელმწიფო სახსრები იხარჯება არამიზნობრივად

არ არსებობს გრძელვადიანი, სტრატეგიული ჰუმანური პოლიტიკა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით და სახელმწიფო სახსრები იხარჯება არამიზნობრივად, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

ჩერქეზიშვილის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ სახელმწიფოს საზოგადოებასთან კომუნიკაცია არ აქვს და მოსახლეობა კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ფაქტის წინაშე დგება ხოლმე.

„ფაქტია, რომ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს. ამის მიზეზი არის ის, რომ ერთის მხრივ, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, წლების განმავლობაში, არ აქვს ეფექტური ჰუმანური პოლიტიკა და, მეორეს მხრივ პრობლემაა ასევე ის, რომ საზოგადოებასთან არ არსებობს ეფექტური კომუნიკაცია, არ არსებობს საჯარო განხილვები და მოსახლეობა ყოველთვის ფაქტის წინაშე დგება ხოლმე კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

ამ შემთხვევაშიც ეს ტენდერი, ბუნებრივია, არ იყო ცნობილი საზოგადოებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან გონივრული ეჭვი, რომ არ იყო კარგად მოკვლეული ბაზარი, რადგან ტენდერი გამოცხადებულია 436 800 ლარზე და მონაწილეობას ერთადერთი კომპანია იღებს, რომელიც სააგენტოს აღნიშნულ პროდუქციას სთავაზობს 95 000 ლარად, ანუ, საერთო ღირებულების 20%-ად სთავაზობს.

აქედან გამომდინარე, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ბაზარი არ იყო კარგად მოკვლეული, არ იყო შესწავლილი და ის ფაქტი, რომ კონკურენციაც არ არსებობს და ერთი პრეტენდენტი იღებს მხოლოდ მონაწილეობას ამ ტენდერში, ესეც სერიოზულ კითხვებს ბადებს.

რეალურად, ჩვენ გვაქვს შემდეგი სურათი, რომ არ არსებობს გრძელვადიანი, სტრატეგიული ჰუმანური პოლიტიკა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით, არ არსებობს საჯარო განხილვები, არ არსებობს ეფექტური კომუნიკაცია საზოგადოებასთან და, პარალელურად, პოლიტიკაც არის არაეფექტური ეკონომიკური მიმართულებითაც, რადგან არ არის გამოკვლეული ბაზარი და სახელმწიფო სახსრები იხარჯება არამიზნობრივად“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია