ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნავთობსადენ “დრუჟბას” აპრილის ბოლომდე შეაკეთებენ და იფუნქციონირებს

როგორც ვამბობდით, ნავთობსადენ “დრუჟბას” აპრილის ბოლომდე გავარემონტებთ და ფუნქციონირებას შეძლებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“როგორც ვამბობდით, ის აპრილის ბოლომდე გარემონტდება, მთლიანად არა, მაგრამ საკმარისად, რათა ფუნქციონირება შეძლოს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ერთდროულად ყველა რეზერვუარის შეკეთება ვერ მოხერხდება, ვინაიდან, ეს გრძელი პროცესია.

“მაგრამ ეს კითხვა სხვა რამეზეა: შეძლებს თუ არა ის ფუნქციონირებას? კი”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა