ახვლედიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

15 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე მთაწმინდის რაიონში, ახვლედიანის ქუჩა N6, N12 და N16-ის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთში თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილია ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებისა და ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოები.

„შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეო ქიაჩელისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაოების არეალი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში