გიორგი კაჭარავა - ურთიერთობა, რაც ორბანს ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან, უბრალოდ ვერ გაგრძელდება, ჩავლილი ამბავია, უნგრეთი შეიცვალა და ევროპული ღირებულებებიდან გამომდინარე იმოქმედებს

ურთიერთობა, რაც ორბანს ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან, უბრალოდ ვერ გაგრძელდება, სხვა ადამიანი მოდის და სხვა ურთიერთობები იქნება , - ამის შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ურთიერთობების სპეციალისტმა, კონფლიქტოლოგმა გიორგი კაჭარავამ განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ გიორგი კაჭარავამ აღნიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობა დავა იმ დონეზე, რა დონეზეცაა საქართველოსა და სხვა ცენტრალური ევროპის ქვეყნების ურთიერთობები.

„ურთიერთობები, ალბათ, დავა იმ დონეზე, რა დონეზეც აქვს საქართველოს ურთიერთობა ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებთან. იქნება ნორმალური ურთიერთობები, რაღაც ჩარჩოებში, ფორმატებში. ნატოსა და ევროკავავშირის წევრია უნგრეთი და ამ ფარგლებში იქნება ურთიერთობა, ასევე, ეუთოს ფარგლებში და სხვა. იქნება ურთიერთობების ნორმალიზაცია და არა მგონია რაიმე განსაკუთრებული იყოს მოსალოდნელი ამ ურთიერთობისაგან”, - განაცხადა გიორგი კაჭარავამ.

რაც შეეხება სანქციებთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციას, გიორგი კაჭარავას თქმით, უნგრეთი ამ შემთხვევაში ევროპული ქვეყნების უმრავლესობის პოზიციას დაიჭერს.

„მე ვფიქრობ, რომ უნგრეთი ამ შემთხვევაში დაიჭერს უმრავლესობის პოზიციას. არ იქნება ის განსაკუთრებული პოზიცია, რომელიც უნგრეთს ჰქონდა ორბანის დროს. ეს ჩავლილი ამბავია, უნგრეთი შეიცვალა და შეიცვლება [პოზიციაც], განორმალიზდება უნგრეთი ევროპული ღირებულებებიდან გამომდინარე და მის მიხედვით იმოქმედებს“, - განაცხადა გიორგი კაჭარავამ.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026