რუსეთის დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც საზღვარგარეთ დაკავებული რუსების დასაცავად პრეზიდენტს არმიის გამოყენების უფლებას აძლევს

რუსეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთ დაკავებული რუსების დასაცავად შეიარაღებული ძალების გამოყენების საშუალებას იძლევა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

კერძოდ, რუსეთის პარლამენტმა (სახელმწიფო დუმამ) პირველი მოსმენით მიიღო სამთავრობო კანონპროექტი, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების საშუალებას იძლევა სხვა სახელმწიფოების ან საერთაშორისო სასამართლოების მიერ რუსეთის მოქალაქეების დაკავების, სისხლის სამართლის ან სხვა დევნის შემთხვევაში.

რუსეთის შეიარაღებული ძალების აღნიშნული შემთხვევებისთვის გამოყენების უფლება რუსეთის პრეზიდენტს მიენიჭება.

თუ რუსეთის პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს კანონპროექტს და რუსეთის პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს, ის გამოქვეყნებიდან 10 დღის შემდეგ შევა ძალაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა