ირაკლი კირცხალია - ყოველთვის მოწადინებულები ვართ, შეწყალების ჰუმანური აქტი აღსრულდეს - დარწმუნებული ვარ, როცა ამის დრო იქნება, გადაწყვეტს პრეზიდენტი და აქტი შედგება, ჩვენ ამ პოლიტიკას, გონივრულად, სიფრთხილით გავაგრძელებთ

ჩვენ ყოველთვის მოწადინებულები ვართ, რომ შეწყალების ჰუმანური აქტი აღსრულდეს. დარწმუნებული ვარ, როცა ამის დრო იქნება, გადაწყვეტს პრეზიდენტი ამ ყველაფერს, როგორც აქამდე გაუკეთებია და ეს აქტი შედგება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

დეპუტატმა შეწყალების თარიღები არ დააკონკრეტა და განაცხადა, რომ მისი პარტია შეწყალების პოლიტიკას გონივრულად და სიფრთხილით გააგრძელებს.

„კარგად იცით შეწყალების, ამ ჰუმანური აქტის შესახებ ჩვენი, ჩვენი პრეზიდენტის დამოკიდებულება. არსებობს რაღაც ტრადიციები და შეიძლება ვიღაცას ჰქონდა ამის მოლოდინები. დამერწმუნეთ, რაც შეეხება შეწყალებას და ამ ჰუმანური აქტისკენ კიდევ ერთხელ გადადგმულ ნაბიჯს, ჩვენ ყოველთვის მოწადინებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი აღსრულდეს. ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, არის სხვა დღესასწაულებიც და დარწმუნებული ვარ, როცა ამის დრო იქნება, გადაწყვეტს პრეზიდენტი ამ ყველაფერს, როგორც აქამდე გაუკეთებია და ეს აქტი შედგება. თარიღებზე ნუ დავკონკრეტდებით, ეს ბევრისთვის სენსიტიურ თემას ეხება. „ქართული ოცნების" მმართველობის დროს, არახალია ჰუმანური აქტები და დამერწმუნეთ ჩვენ ამ პოლიტიკას, ძალიან გონივრულად, სიფრთხილით აუცილებლად გავაგრძელებთ", - აღნიშნა კირცხალიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა