ელენე ხოშტარია - ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვაში გაიმარჯვა, ახლა - უნგრეთში, ტენდენციად რომ ვაქციოთ, უნდა გასამდეს ჩვენთან - ტყუილი საპნის ბუშტივით სკდება, გამძლეობას კი შედეგი მოაქვს

ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვაში გაიმარჯვა, ახლა - უნგრეთში. ტენდენციად რომ ვაქციოთ, უნდა გასამდეს ჩვენთან, - ასე ეხმაურება „დროას“ ლიდერი, უნგრეთში პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის არჩევნებში დამარცხებას და ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვებას.

როგორც ხოშტარია თავის განცხადებაში წერს, ტყუილი საბოლოოდ იშლება, ხოლო გამძლეობას შედეგი მოაქვს.

„გაუმარჯოს ევროპულ უნგრეთს! თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმები ორ ძირითად რამეზე აკეთებენ გათვლას: რეჟიმებს შორის სოლიდარობა და ურთიერთმხარდაჭერა.

დასავლეთის ინერტულობა და უმოქმედობა ავტოკრატიული რეჟიმები, რომლებიც ერთმანეთს მხარს უჭერენ, უფრო და უფრო ნაკლები რჩება, ხოლო დასავლეთი მზარდად მოქმედია.

ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვეთში გაიმარჯვა, ახლა - უნგრეთში. ტენდენციად რომ ვაქციოთ, უნდა გასამდეს ჩვენთან. ტყუილი საპნის ბუშტივით სკდება, გამძლეობას კი შედეგი მოაქვს. ერთი, რაც ნამდვილად შეგვიძლია ვისწავლოთ უნგრეთისგან არის, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა ავტორიტარიზმს საზღვრებს უწესებს, რაც ასე სჭირდება ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას. ბოლომდე! რუსთავის ქალთა ციხე”, - წერს ელენე ხოშტარია.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში