ამერიკული მხარე აცხადებს, რომ ისრაელი და ლიბანი  მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ დამატებით პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ „ურთიერთშეთანხმებულ დროსა და ადგილზე“. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვაშინგტონში გამართული პირდაპირი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დისკუსიების დროს, რაც ათწლეულების განმავლობაში პირველად გაიმართა ორ მხარეს შორის, „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა იმედი, რომ მოლაპარაკებები 2024 წლის შეთანხმების ფარგლებს გასცდება და სრულყოფილ სამშვიდობო შეთანხმებამდე მიიყვანს“.

ასევე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმება უნდა იქნას მიღწეული ორივე მთავრობას შორის, აშშ-ის შუამავლობით და არა რაიმე ცალკეული არხის მეშვეობით.

„აშშ-მ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ მოლაპარაკებებს შეუძლია გახსნას მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ლიბანის აღდგენაში დახმარებასა და ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის, ასევე გააფართოოს საინვესტიციო შესაძლებლობები ორივე ქვეყნისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თავის მხრივ, ისრაელმა გამოხატა მზადყოფნა ჩაერთოს პირდაპირ მოლაპარაკებებში, რათა გადაიჭრას ყველა არსებული საკითხი და მიღწეულ იქნას მდგრადი მშვიდობა, რომელიც გააძლიერებს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას რეგიონში.

ლიბანმა კი „კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი 2024 წლის ნოემბრის საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განცხადების სრულად შესრულების გადაუდებელ აუცილებლობას, ტერიტორიული მთლიანობისა და სრული სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპების დაცვით, ასევე, მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ და კონკრეტულ ნაბიჯებისკენ იმ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად, რომელიც ქვეყანას მიმდინარე კონფლიქტის შედეგად შეექმნა".

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს