CNN - ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის შემთხვევაში აშშ-ის დელეგაციას, სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს

ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის შემთხვევაში აშშ-ის დელეგაციას, სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს, - ინფორმაციას CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სავარაუდოდ, დელეგაციას კვლავ ვენსი უხელმძღვანელებს“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.

ასევე, გამოცემასთან საუბარში ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ირანთან მოლაპარაკებების პოტენციურ მეორე რაუნდში მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიიღებენ.

შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გასულ შაბათ-კვირას შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა