დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მომდევნო ორი დღის განმავლობაში განახლდეს

დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მომდევნო ორი დღის განმავლობაში განახლდეს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი New York Post-ის ჟურნალისტს ესაუბრა, რომელიც პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში იმყოფება.

„უნდა დარჩე, რადგან მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეიძლება რაღაც მოხდეს და სავარაუდოდ, იქ ჩავალთ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პაკისტანის არმიის მეთაური, ასიმ მუნირი „შესანიშნავ სამუშაოს“ ასრულებს.

„ის შესანიშნავია. ამიტომ, სავარაუდოა, იქ დავბრუნდეთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-სა და ირანის დელეგაციებს შორის, გასულ შაბათ-კვირას მოლაპარაკებები სწორედ პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა