ნიკა ჩერქეზიშვილი - მე-14 საჯარო სკოლაში უკვე ორი კვირაა, რაც შეწყვეტილია სასწავლო პროცესი - ეს არის სრულიად მიუღებელი და საგანგაშო რეალობა

მე-14 საჯარო სკოლაში უკვე ორი კვირაა, რაც შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ეს არის სრულიად მიუღებელი და საგანგაშო რეალობა იმ პირობებშიც კი, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა აღნიშნა.

მისივე თქმით, ორი კვირის განმავლობაში პასუხისმგებელი პირებიდან ადგილზე არავინ გამოჩენილა.

ის მოუწოდებს განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს, დაუყოვნებლივ მივიდნენ ადგილზე, შეხვდნენ მშობლებს, დაამყარონ მათთან ეფექტური კომუნიკაცია და საზოგადოებას წარუდგინონ მკაფიო გეგმა.

„დღეს, 14 აპრილს, ქართული ენის დღეა და სიმბოლურია, რომ სწორედ მე-14 საჯარო სკოლაში უკვე ორი კვირაა, რაც შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ეს არის სრულიად მიუღებელი და საგანგაშო რეალობა იმ პირობებშიც კი, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.

გაუგებარია, როგორ შეიძლება, შენს უწყებაში ასეთი მასშტაბის კრიზისი იყოს და შენ იძინებდე, იღვიძებდე, საუზმობდე, სადილობდე, სადღაც კაბინეტში იჯდე და არ ახდენდე არანაირ ქმედით რეაგირებას. როგორ შეიძლება, ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებდე საქმიანობას და ამ მწვავე პრობლემის სასწრაფო გადაწყვეტისთვის ნაბიჯებს არ დგამდე?

ორი კვირის განმავლობაში პასუხისმგებელი პირებიდან ადგილზე არავინ გამოჩენილა.

იყო ერთი შეხვედრა ნაძალადევის რაიონის გამგეობაში, სრულიად არასაკმარისი და უშედეგო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს, დაუყოვნებლივ მივიდნენ ადგილზე, შეხვდნენ მშობლებს, დაამყარონ მათთან ეფექტური კომუნიკაცია და საზოგადოებას წარუდგინონ მკაფიო გეგმა.

აუცილებელია კონკრეტული გარანტიების გაცემა, რომ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი სკოლის მშენებლობაზე და მანამდე უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული სასწავლო სივრცე“, - წერს ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში