ეზიდები ახალ წელს ზეიმობენ

ეზიდები ახალ წელს ზეიმობენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტო ეზიდურ თემს ახალ წელს ულოცავს.

„აიდა სარსალე - ეზიდური რელიგიური კალენდრის თანახმად, ახალი წლის დღესასწაულია, რომელსაც ახალი წლის წმინდა ოთხშაბათის დღესასწაულსაც უწოდებენ. აიდა სარსალე აყვავების, ცხოვრების განახლების უძველესი ზეიმია, რომელიც სათავეს შუამდინარეთის კულტებიდან იღებს. ეზიდებს სწამთ, რომ ამ დღეს მთავარანგელოზი ტაუსი მალაკი დაეშვება ზეციდან და აკურთხებს მიწას. ყოველ ოჯახში, სამყაროს მრავალფეროვნების ნიშნად, სხვადასხვა ფერად იღებება კვერცხი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა