აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა - ირანის ბლოკადა სრულად განხორციელდა

ირანის ბლოკადა სრულად განხორციელდა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.

„ბლოკადა 36 საათზე ნაკლებ დროში განხორციელდა. აშშ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო უპირატესობას ინარჩუნებს“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, ბრედ კუპერი.

კუპერის ცნობით, აშშ-მა ბლოკადის მეშვეობით ირანში საზღვაო ეკონომიკური ვაჭრობა შეაჩერა.

ცნობისთვის, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა 13 აპრილს ამოქმედდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ბლოკადა ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით არაბეთის ზღვაში მოქმედებს და დროშის მიუხედავად ყველა გემზე ვრცელდება.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება