Politico - აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედება აღადგინა

აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედება აღადგინა, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები სრულად ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ირანში მიმდინარე ომის ფონზე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეამსუბუქა.

ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციის მიზნით მიიღო.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ბრძანება 12 მარტს გამოსცა, რომლითაც 30-დღიანი შეღავათი გასცა ქვეყნებისთვის, რათა ზღვაში მყოფი სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეეძინათ.

აშშ-ის მიერ გაცემული შეღავათების ვადა გასულ შაბათ-კვირას ოფიციალურად ამოიწურა, ხოლო ხაზინის დეპარტამენტს ვადის გახანგრძლივების შესახებ ახალი ბრძანება არ გაუცია.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება