სერგეი ლავროვი სი ძინპინს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს რუსეთის პრეზიდენტის მოკითხვა და საუკეთესო სურვილები გადასცა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ასევე, ლავროვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთს ეწვევა.

„რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა გლობალურ საქმეებში სტაბილიზატორის როლს ასრულებს. ისინი დანარჩენი მსოფლიოსთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდებიან - მსოფლიო უმრავლესობისთვის, რომელსაც არა პრობლემები და ტურბულენტობა, არამედ მდგრადი განვითარებისთვის მშვიდი პირობები სურს“, - განაცხადა ლავროვმა ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე.

ასევე, ლავროვის თქმით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი „ისევ და ისევ ნავთობის ბაზრებია“.

„მადლობა ღმერთს, რომ როგორც ჩვენ, ისე ჩინეთს, ყველა შესაძლებლობა გვაქვს, რათა დამოკიდებული არ ვიყოთ მსგავსი ტიპის ავანტიურაზე, რაც გლობალურ ეკონომიკასა და ენერგეტიკას ძირს უთხრის“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს