გურამ მაჭარაშვილი შესაძლო საკადრო ცვლილებებზე - ჩვენთვის ასეთი რამ ცნობილი არაა - უმრავლესობის წევრები არ ვართ, ამიტომ ვერ გეტყვით, ხელისუფლებას რა მიდგომები აქვს არსებულ მინისტრებთან დაკავშირებით

ჩვენ უმრავლესობის წევრები არ ვართ, აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით, ხელისუფლებას რა მიდგომები აქვს არსებულ მინისტრებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

მაჭარაშვილი ამბობს, რომ საკადრო ცვლილებებზე მისთვის ცნობილი არაა. მან ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის საქმიანობა შეაფასა და აღნიშნა, რომ „ფაქტია, შსს გაააქტიურა, რაც მისასალმებელია“, თუმცა აქვე დასძენს, რომ უწყებაში „გარკვეული გამოწვევები არსებობს“.

„ვერაფერს გეტყვით. „ხალხის ძალაში“ კონსულტაციები ბევრ რამესთან დაკავშირებით გვაქვს. უმრავლესობასთანაც გვაქვს საჭირო საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები და ამ ეტაპზე, ჩვენთვის ასეთი რამ ცნობილი არ არის. ხაზს ვუსვამ იმას, რომ უმრავლესობის წევრები ჩვენ არ ვართ. კიდევ ერთხელ, ვერ გეტყვით, ჩვენ უმრავლესობის წევრები არ ვართ, აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას რა მიდგომები აქვს არსებულ მინისტრებთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ გეტყვით“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, შესაძლოა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ „ერთ-ერთი ვერსიით, „ქართული ოცნება" გელაძის თავდაცვის სამინისტროში გადაყვანას განიხილავს, თავდაცვის მოქმედ მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს კი დიპლომატიურ მისიაში უშვებენ“. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, შესაძლოა, შს მინისტრად გელა გელაძის მოადგილე, რონი მესხი დაინიშნოს.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს