ლევან მახაშვილი - საკადრო გადაწყვეტილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა - სპეკულაციებზე განცხადებას ვერ გავაკეთებ

საკადრო გადაწყვეტილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა - სპეკულაციებზე განცხადებას ვერ გავაკეთებ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

უმრავლესობის დეპუტატი შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის საქმიანობას დადებითად აფასებს.

„საკადრო გადაწყვეტილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და სრულად მისი გადასაწყვეტია იმ მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, რომელიც კონკრეტულ პერიოდში შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოს წინაშე. ვერ გეტყვით. ეს არის სრულად პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი, ეს მისი კომპეტენციაა და კონკრეტული ამოცანებიდან გამომდინარე, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, კონკრეტულ შემთხვევაში, სად, როგორ, რანაირად შეიძლება იყოს მთავრობა ჩამოყალიბებული“, - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის” ინფორმაციით, შესაძლოა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ “ერთ-ერთი ვერსიით, “ქართული ოცნება” გელაძის თავდაცვის სამინისტროში გადაყვანას განიხილავს, თავდაცვის მოქმედ მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს კი დიპლომატიურ მისიაში უშვებენ”. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, შესაძლოა, მინისტრად გელა გელაძის მოადგილე, რონი მესხი დაინიშნოს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა