მაკა ბოჭორიშვილი - საქმე შანტაჟის ნაცვლად! მზად ვართ, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, რისთვისაც საჭიროა, ევროკავშირის ბიუროკრატია დაუბრუნდეს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას

კიდევ ერთხელ ხმამაღლა შეგვიძლია განვაცხადოთ: - საქმე შანტაჟის ნაცვლად! ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მზადა ვართ, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

აქვე მან აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა მინიმუმ ის, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია დაუბრუნდეს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ პოლიტიკური დიალოგის წარმოებას საქართველოსთან, რომელიც, მისივე თქმით, ევროკავშირმა 2024 წელს შეაჩერა.

“სხვაგვარად, ნებისმიერი ფორმით გამოხატული წუხილი ქართველი ხალხის ევროპულ მომავალზე ვერ იქნება გულწრფელი და მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის პოლარიზაციის მიზანს მოემსახურება, რაც ვერანაირად ვერ იქნება ჩვენი მხრიდან აღქმული და შეფასებული, როგორც მეგობრული სულისკვეთება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება. ის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “საქართველოსთვის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს