ნინო წილოსანი - რადიკალურ ოპოზიციას ნული შანსი აქვს როგორც რევოლუციის, ასევე არჩევნების გზით მოსვლაზე - უნგრეთთან პარალელების გავლება სრული აბსურდია

რადიკალურ ოპოზიციას ნული შანსი აქვს როგორც რევოლუციის, ასევე არჩევნების გზით მოსვლაზე - უნგრეთთან პარალელების გავლება სრული აბსურდია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, წლებია, რაც ქართველმა ხალხმა „რადიკალურ ოპოზიციას“ უარი უთხრა.

„უნგრეთში პეტერ მადიარის მიერ მოგებულ არჩევნებსა და მათ შანსებთან ვერანაირ პარალელს ვერ გაავლებენ, იმიტომ რომ აქაური გაცამტვერებული ოპოზიციისგან განსხვავებით, უნგრეთში მოგებულმა პარტიამ ხალხის 54%-მდე მხარდაჭერა აჩვენა, მათ უპრეცედენტო აქტივობა აჩვენეს, რისი სერიოზული ნაკლებობაც აქვთ ჩვენს ოპონენტებს. პირიქით, სწორედ 56%-იანი მხარდაჭერა და კიდევ უფრო მეტი ერგო სხვადასხვა არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხისგან, ამიტომ ამ პარალელების გავლება არის სრული აბსურდი.

რა თქმა უნდა, მათ აქვთ სურვილი, რომ ყველა ხელსაყრელ თემას დაუერთდნენ და რაღაცნაირად, საკუთარი თავი გააიგივონ იმ წარმატებასთან, რომელიც ამ შემთხვევაში, უნგრეთში ოპოზიციურ პარტიას ჰქონდა. ჩვენთან რადიკალურ ოპოზიციას აქვს ნული შანსი, როგორც რევოლუციის, ასევე არჩევნების გზით მოსვლაზე, რადგან მათ უკვე წლებია, ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უთხრა უარი. უარი უთხრა საკუთარმა ამომრჩეველმაც, იმიტომ რომ რევოლუციას სჭირდება ხალხის დიდი მასები იმისთვის, რომ ის მოხდეს, შესაბამისად, ამ ადამიანების რაოდენობასაც ვერ აგროვებენ, იმიტომ რომ სრულიად გაცამტვერებული არიან როგორც იდეოლოგიურად, ასევე მორალურად. მხოლოდ და მხოლოდ შეუძლიათ ტელევიზიების და ეკრანების წინ ხმაურიანი და ბაქიბუქა განცხადებების კეთება, რომელსაც მათგან ნამდვილად ხშირად ვისმენთ", - განაცხადა წილოსანმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს