მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიციის მიერ დემოკრატიულ პროცესზე უარის თქმით, ევროპულ ბიუროკრატიას საფუძველი მიეცა ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლაზე ესაუბრა - როდესაც 9 ნაბიჯზე ვსაუბრობთ, ოპოზიცია თავის წილ პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცეს

არჩევნების არაღიარების უსაფუძვლო პოლიტიკითა და ოპოზიციის მიერ დემოკრატიულ პროცესზე უარის თქმით, ევროპულ ბიუროკრატიას საფუძველი მიეცა ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლაზე ესაუბრა - 9 ნაბიჯის კონტექსტში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის ასევე საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობას ეხებოდა! - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, როდესაც ოპოზიცია ეძებს პასუხისმგებლობას 9 ნაბიჯის შესრულებაზე, ის თავის წილ პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცეს.

“ქალბატონმა კაია კალასმა 2025 წლის 20 ოქტომბერს საქართველო არ მიიწვია დაკავშირებადობის მინისტერიალზე, რომელზეც მიწვეული გახლდათ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის, სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ამ შემადგენლობაში საქართველოს არ ყოფნის მიზეზი სწორედ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა იყო, რაც ღიმილისმომგვრელია.

პარადოქსულია მიდგომა, რომ ქვეყანა, რომელიც არის მთავარი ევროკავშირთან დაკავშირებადობის თვალსაზრისით, მოლაპარაკებების მაგიდასთან არ იყოს”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილი პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში იმყოფება. ის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “საქართველოსთვის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება