შალვა კერესელიძე ბოჭორიშვილს - გახარიას წინააღმდეგ ჩორჩანასთან დაკავშირებით აღძრული საქმე არის თუ არა იმ ცნობილი ბოდიშის მოხდის გამოხატულება ოკუპანტების მიმართ, რომელიც თქვენმა საპატიო თავმჯდომარემ წინასაარჩევნო პერიოდში გააჟღერა?

ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ სოფელ ჩორჩანას, რომელიც ქართული ტერიტორიაა, ოკუპირებული რეჟიმი საკუთარ ტერიტორიად ასაღებს - საგარეო საქმეთა სამინისტროს არანაირი პასუხი არ გაუცია საოკუპაციო რეჟიმისთვის, უფრო მეტიც, თქვენ ამ ინფორმაციებს მალავთ, - ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

კერესელიძემ ბოჭორიშვილს კითხვით მიმართა, რა არის ქართული მხარის პოზიცია ამასთან დაკავშირებით და რატომ მალავს უწყება ამ ინფორმაციას.

„საქართველოს ტერიტორიაზე, ქართული მიწის დაცვისთვის, ქართული საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმისთვის, ცხინვალის რიტორიკით ასამართლებთ დღეს გიორგი გახარიას, რითაც სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს აყენებთ. ამის დასტურია, რომ IPRM-ის შეხვედრებზე, სადაც ქართული მხარისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების შეხვედრები იმართება, საოკუპაციო რეჟიმი მადლობას გეუბნებათ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გასამართლებისთვის და ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული საგუშაგოს დემონტაჟი უნდა მოხდეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, გესმით? ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ სოფელ ჩორჩანას, რომელიც ქართული ტერიტორიაა, ოკუპირებული რეჟიმი საკუთარ ტერიტორიად ასაღებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. ჩვენს მხარეს არანაირი პასუხი არ გაუცია საოკუპაციო რეჟიმისთვის. უფრო მეტიც, თქვენ ამ ინფორმაციებს მალავთ და ამ დეტალებს ჩვენ რუსული წყაროების მეშვეობით ვიგებთ. ახლა გვითხარით, რა არის თქვენი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით? რატომ მალავთ ამ ინფორმაციებს? და ჟენევის ფორმატში რა პოზიციას იკავებთ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით? და არის თუ არა ეს, იმ ცნობილი ბოდიშის მოხდის გამოხატულება ოკუპანტების მიმართ, რომელიც თქვენმა საპატიო თავმჯდომარემ წინასაარჩევნო პერიოდში გააჟღერა?" - განაცხადა კერესელიძემ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს