თბილისის საქალაქო სასამართლომ, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძე, სიმონ მახარაძე და კიდევ 11 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი: კახაბერ კვაჭანტირაძე, სიმონ მახარაძე, გია თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, მიხეილ თოლორაია, იური ლომიძე, გიორგი ტალახაძე, დავით გიუნაშვილი, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე, კობა ეპიტაშვილი, მანუჩარ მიქელაძე და ბექა მაჭავარიანი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატების თქმით, გამოკვლეული მტკიცებულებები არ ადასტურებს დაკავებულთა ბრალეულობას.

ბრალდების მხარემ კი პატიმრობის ძალაში დატოვება მოითხოვა და აღნიშნა, რომ დაცვის მხარის პოზიცია დაუსაბუთებელია. პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის თქმით, ბრალდებულების მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები.

მოსამართლე თამარ მახარობლიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 13-ვე ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს